ჩვენ შესახებ

IQ კლინიკა შექიმნა 2014 წლის 24 ნოემბერს. დამფუძნებლებს კლინიკის შექმნის იდეისკენ უბიძგათ, მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე დაგროვილი შედეგების ანალიზით, პაციენტების მოთხოვნებზე და საჭიროებებეზე ორიენტირებული კლინიკის შექმნის სურვილმა. 

კლინიკა ანხორციელებს სამედიცინო-დიაგნოსტიკურ და ლაბორატორიულ მომსახურებას და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რომლებიც წლების განმავლობაში წარმატებით მოღვაწეობდნენ სხვადასხვა კლინიკებში, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.  აიქიუ კლინიკის ექიმების და მთელი სამედიცინო პერსონალის გუნდური მუშაობის შედეგად პაცინტი იღებს უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას. 

მთავრი რაც აიქიუ კლინიკას განასხვავევბს, არის კლინიკის ორიენტირებულობა საქმიან ადამიანებზე, კლინიკა ითვალისწინებს მათი დღის განრიგს, დროის დეფიციტს და სთავაზობს სამედიცინო მომსახურების მიწოდებას მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის სასურველ დროს.

აიქიუ კლინიკაში გრძელდება 15 წლიანი ტრადიცია მსოფლიოს წამყვანი კლინიკებიდან სპეციალისტების მოწვევისა და პაციენტებს ეძლევათ საშუალება მიიღონ მათი მომსახურება. აიქიუ კლინიკა ასევე პაციენტის სურვილის შემთხვევაში უზრუნველყოფს მათ გადამისამართებას, მსოფლიოს სხადასხვა კლინიკებში და იმ სამედიცინო მომსახურებების მიღებას, რაც საქართველოში არ ხორციელდება.

 

მმართველი გუნდი

მაია ჯანელიძე

×

მაია ჯანელიძე

დამფუძნებელი - აღმასრულებელი დირექტორი

მაია ჯანელიძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის დასრულების შემდეგგაიარა ინტერნატურა რკინიგზის საავადმყოფოს თერაპიულ განყოფილებაშიხოლო ორდინატურა სამედიცინო უნივერსიტეტის მეან-გინეკოლოგიის კათედრაზემაია ჯანელიძე წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზის საავადმყოფოს და მარნეულის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგად. 1992 წლიდან მუშაობა განაგრძო N5 საავადმყოფოს პოლიკლინიკური განყოფილების მეან-გინეკოლოგადქალთა კონსულტაციის ექიმად. 1997 წლიდან კი მოღვაწეობდა ქმოსკოვის „დედათა და ბავშვთა პერინატოლოგიის ინსტიტუტი“ -ის გინეკოლოგადასევე ქმოსკოვის „ინვიტრო“ განაყოფიერების ცენტრის რეპროდუქტოლოგადსაქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი მუშაობდა  სხვადასხვა კლინიკებში „ლაფორტუნადო“, „იუნონა“, კარაპს მედლაინი“, „რეპროარტი“ გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგად. 2009 წელს მაია ჯანელიძემ მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი მეანობაშიიგი არის IWA და ექიმ-ქალთა ასოციაციის წევრი.  2014 წლიდან მაია ჯანელიძე აიქიუ კლინიკის თანადამაარსებელი და დირექტორიაამავდროულად აგრძელებს საექიმო მოღვაწეობას. 

მარინა რამაზაშვილი

×

მარინა რამაზაშვილი

დამფუძნებელი - აღმასრულებელი დირექტორი

მარინა რამაზაშვილმა დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი.  მუშაობდა ქმოსკოვის ჰელმჰოლცის თვალის კვლევის ინსტიტუტშიმან ამავე თვალის კვლევის ცენტრში გაიარა  ორდინატურაასპირანტურა და მიიღო მედიცინის დოქტორის ხარისხი.  საქართველოში დაბრუნების შემდგომ მარინა რამაზაშვილი ჩაერთო WHO საქართველოს ოფისის მუშაობაშიასევე მუშაობდა საქართველოს შრომისჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროში. 1996 წლიდან მან გააგრძელა მოღვაწეობა თვალის კლინიკა „ოფთალმიჯი“, ხოლო 2001 წლიდან იგი დაინიშნა „კარაპს მედლაინი“ კლინიკის ოფთალმოლოგიური განყოფილების უფროსადმარინა რამაზაშვილი არის IWA, ექიმ-ქალთა ასოციაციის და სხვადასხვა საერთაშორისო ოფთალმოლოგიური და ენდოკრინოლოგიეური ასოციაციების  წევრიმარინა რამაზაშვილი არის პირველი ქართველი ექიმირომელსაც გააჩნია თეთრი სახლის სამედიცინო სერთიფიკატი. 2014 წლიდან არის აიქიუ კლინიკის თანადამაარსებელიდირექტორი და აგრძელებს საექიმო მოღვაწეობას.

თამარ ხურცილავა

×

თამარ ხურცილავა

თამარ ხურცილავა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სამედიცინო დაზღვევის სფეროში. 2011 წელს სწავლა განგრძო ლონდონში (London Metropolitan University) და მიიღო მაგისტრის ხარისხი საზოგადოებრივ ჯანდაცვაშიიმუშავა თემაზე - ფაქტორებირაც ზეგავლენას ახდენს პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობაზე საქართველოში.  იგი მუშაობდა საქართველოს შრომისჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროშიპირველადი ჯანდაცვის საკითხებზე. არის სხვადასხვა კვლევის და პროექტის თანაავტორი და მონაწილე. თამარი არის მიწვეული ლექტორი თბილისის წამყვან უნივერსიტეტებში და აქტიურად ეწევა სალექციო მუშაობას.  2015 წლიდან დაინიშნა "აიქიუ კლინიკის" დირექტორად